ზურაბ ჯაფარიძე

31 Mar. 2023, 16:13

ბევრი სწორი რამე თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ მთავარში ისევ იგივე გააკეთა — გადაეფარა ბიძინას და ქვეყნის რუსეთისკენ მიტრიალება მის ზებრებს შეტენა.

ბიძინა რომ გაიწია პოლიტიკიდან, მერე დაიწყო კურსის ცვლილებაო. რა გაიწია? სად გაიწია?

ღარიბაშვილი და კობახიძე გვაკარგვინებენ ევროპას და ბიძინა თუთიყუშებს წვრთნის? აბა რა ქნას? ვინც ჭამთ, რატომ ჭამთ ამას? რა ძალა გადგიათ?

ასე ეხმაურება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი. პრეზიდენტის კრიტიკული იყო ყველას მიმართ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებას ანტიევროპული განცხადებები და ნაბიჯები, უკრაინასთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, ომზე პროპაგანდისტული ნარატივები და მის წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია შეახსენა. ოპოზიციას კი — ბოიკოტები და დამაზიანებელი განცხადებები. მაგრამ მაინც ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ