ზურაბ ჯაფარიძე

31 Mar. 2023, 12:05

ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ, რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ასე მარტივად დგას საკითხი. რუსეთი მარტო ის კანონი არ არის, ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია. რუსეთია, როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ, მომავალს გიკლავენ, დიქტატურას აბეტონებენ და ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აქეთ გსჯიან ციხით. ამ ბიჭის არდაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი.

იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი. არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ამის გააზრება გვჭირდება ყველას. დღეს აქვს სასამართლო 13.00-ზე და იქ დგომაც აუცილებელია.

პ.ს. "ძალადობა არ მოსულა: ხალხმა ტრა*ში გაიკეთეთ ეგ არგუმენტი. ათი კაცი გვირტყამდა, ნიკა მოსიაშვილი-მა ტვინის შერყევით 3 დღე გაატარა საავადმყოფოში, ბრძანების გამცემიც იდენტიფიცირებულია და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან.

წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, მან სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ