თათია სამხარაძეს სოლიდარობას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლიც უცხადებს
ფოტო: თათია სამხარაძე / Facebook
ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 20 მარტს ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- ბოლო დღეებში კიდევ 6-მა ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- რამიშვილს ქართული ოცნების წევრებმა, მამუკა მდინარაძემ და ნინო წილოსანმა ირიბი მხარდაჭერა გამოუხატეს.
- დღეს თათია სამხარაძემ, რომელმაც წლების წინ რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო, ახლა კი POSTV-ის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეა, პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართა.
- "ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" — წერდა სამხარაძე.
დეტალები: ორგანიზაცია წერს, რომ ისინი სრულ სოლიდარობას უცხადებენ თათია სამხარაძეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში თავისი აქტივიზმის გამო პროსახელისუფლებო ტელევიზიების მსხვერპლი გახდა.
- "თათია სამხარაძეზე ორგანიზებული თავდასხმა აშკარადაა პასუხი მის აქტივიზმზე. ბოლო დღეებში PosTV-ის დამფუძნებელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა", — წერს ორგანიზაცია.
- ამბობენ, რომ თათია სამხარაძემ 2019 წელს მოუგო რამიშვილს საქმე, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს აქტივისტის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
- მათი განცხადებით, ამჟამად სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება, რამდენადაც ის გვერდში უდგას იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ.
- ორგანიზაციის განმარტებით, ცხადია, რომ პროსახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს სამხარაძეზე დეზინფორმაციის გავრცელებას მისი საჯარო პროფილის დისკრედიტირებისთვის.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული დაცვის მექანიზმები, რათა შეწყდეს თათია სამხარაძის დევნა და უზრუნველყოფილ იქნას მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
- "სხვადასხვა საერთაშორისო აქტების თანახმად, საქართველოს აქვს ვალდებულება დაიცვას უფლებადამცველები ძალადობის, მუქარის, დევნის და დაშინებისგან როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან", — ნათქვამია განცხადებაში.
- ამბობენ, რომ ქალი უფლებადამცველები და აქტივისტები ხშირად განსაკუთრებული და ორმაგი წნეხის მსხვერპლნი არიან — როგორც ქალები და შემდეგ როგორც უფლებადამცველები.
- ამიტომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თათია სამხარაძეზე განხორციელებულ თავდასხმებს და უნდა შეწყდეს მისი დევნა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები