სოციალური სამართლიანობის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, სამხარაძის მიმართ ცრუ დასმენისა და ადევნების მუხლებით გამოძიება დაიწყოს
ფოტო: ნინა ბაიდაური
რატომ არის მნიშვნელოვანი: თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილი 2016 წელს სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.
- 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ მორიგ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
- ბოლო დღეებში არაერთმა ქალმა ამხილა რამიშვილი — ისინი ამბობენ, რომ კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- POSTV-მ კი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ახალი კამპანია დაიწყო.
- პროპაგანდისტული მედია ცდილობს და უნდა ისე წარმოაჩინოს, თითქოს სექსუალურ შევიწროებაზე ქალების მხილებას სამხარაძე გეგმავს და კეზერაშვილი აფინანსებს — მათივე მტკიცებით, კონფლიქტი თანხის ოდენობის განხილვას მოჰყვა.
დეტალები: პოსტივის გადამღები ჯგუფი 24 მარტს გვიან ღამით, სახლთან დაადგა ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, შემდეგ კი "წყაროს ინფორმაციაზე" აპელირებით სამართალდამცავებს სამხარაძის სავარაუდო გატაცებაზე შეატყობინეს.
- ღამით ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა — 112-ში პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა.
- ინფორმაცია უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.
- ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.
- გუშინ, 26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს — მან ვიდეო საკუთარი სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
- დღეს, 27 მარტს კი დაწერა, რომ POSTV-ის წარმომადგენელი მის სახლთან მივიდა და დახმარება პრეზიდენტს სთხოვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს თათია სამხარაძესთან დაკავშირებული ქმედებების სამართლებრივი შეფასება და დაიწყოს გამოძიება.
- მათი განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობენ მის დისკრედიტაციას.
- ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში თათია სამხარაძის მიმართ გამოვლენილი ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულების ნიშნებს, რომელიც სწორედ პოსტივის ინსტრუმენტად გამოყენების გზით ხდება.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საკითხის ირგვლივ არსებული გარემოებები მიუთითებს რამიშვილის ტელევიზიის რეალურ მოტივაციას, ერთის მხრივ, გადაფაროს ზემოხსენებული მძიმე ბრალდებები, მოახდინოს მათი მინიმიზება, მეორეს მხრივ, კი თათია სამხარაძეს განაცდევინოს ფსიქიკური ტანჯვა და აიძულოს შეიცვალოს ცხოვრების წესი.
- "საეჭვოა, რომ ამ შემთხვევაში, პოსტივის ქმედებების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობა წარმოადგენდეს, ვინაიდან შეუძლებელია, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდეს თათია სამხარაძის (რომელიც არ არის საჯარო პერსონა) რომელიმე საცხოვრებელ სახლში ან სხვა ადგილას ყოფნასთან დაკავშირებით, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცული სფეროა და მისი გადაადგილების ამ ხარისხით კონტროლი ამ უფლებაში უხეშ ჩარევად უნდა მივიჩნიოთ".
- On.ge შსს-ს დაუკავშირდა და ცდილობს, გაიგოს ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება.
გამოხმაურებები: ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები უწყებებისგან მოითხოვენ, სამართლებრივი შეფასება მისცენ სამხარაძის დევნას.
- სამხარაძეს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია დროამ, გირჩი — მეტი თავისუფლებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები