ხატია დეკანოიძე

24 Mar. 2023, 15:32

მე თქვენ არ გადარებთ მაია სანდუს ნამდვილად. ძალიან შორს ხართ მაია სანდუსგან, ძალიან შორს ხართ ეროვნული ინტერესების... ღმერთმა დაგიფაროთ კი არა, ძალიან შორს ხართ. იცით რას შეგადარეს თქვენ? როცა უმრავლესობა პარლამენტიდან გაიპარა, აი, რუსული კანონი რომ მიიღეს, მაშინ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი თუ გახსოვთ, რას სკანდირებდა და რას გადარებდა?! მაია სანდუს კი არ გადარებდა, სკანდირებდა რუსები. აი, ამას გადარებდა საქართველოს მოქალაქეები. 

ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ ანარქისტებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, აი, ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტი... ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, 15 წლის გოგო, 15 წლის. თქვენ ამ ბავშვებს, ვისაც უნდა განათლება, აი, ამ ბავშვებზე ამბობთ, რომ არიან სატანისტები და ანარქისტები. აი, ეს ბავშვები გამოგიტანენ განაჩენს და ეს იქნება ძალიან მალე.

ასე მიმართა პარლამენტში მყოფ პრემიერმინისტრს დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეების დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ძალადობა დაიწყო ფრანკლინის კლუბის ანარქისტებმა და ახალგაზრდებს, "რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…