ანა ნაცვლიშვილი

21 Mar. 2023, 17:36

ადამიანის უფლებები, ეს არ არის ფურცლები და კონცეფციები, არც კანონები არის ცალკე აღებული. ადამიანის უფლებები არის კონკრეტული დაზარალებული და მსხვერპლი რომ დგას შენს წინ, მას როგორ ექცევი. ერთ-ერთი მთავარი, რაც უფლებადარღვეულ ადამიანებს სჭირდებათ, ესაა მათ მიმართ ნდობა, პირველ რიგში. ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის და შევიწროების მსხვერპლები, ეს ორმაგად სჭირდებათ იმიტომ, რომ ამ საზოგადოებაში განსაკუთრებით რთულია მათთვის ხმის ამოღება საჯაროდ. ძალიან სამარცხვინოა, როდესაც პირველი კომენტარი, რომელსაც აკეთებთ არის ის, რომ არ ენდობით ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

ამ ქალებს თქვენ კონცეფციები კი არ სჭირდებათ და საკანონმდებლო ბაზა, მათ სჭირდებათ სისტემა, რომელიც არ აიძულებს, რომ გაჩუმდნენ, მათ სჭირდებათ ნდობა. აი, ეს სჭირდებათ ამ ქალებს და არა ფარატინა ფურცლები, რომლებიც თაროზე შემოდებული რჩება. 

რაც შეეხება თქვენს კომენტარს, რომ გაუსამართლებლად ასამართლებთ ყველასო. არ ხართ ეტყობა საქმის კურსში. ამ კონკრეტულ ადამიანზე, ვისზეც საუბარია, მის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი და დადასტურებულია, რომ ის თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა. და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? მასთან ტელევიზიაში ზიხართ ერთი, ორი, სამი, ოთხი ლიდერი და ამ კაცთან თანამშრომლობთ. მისი პროპაგანდა არის თქვენი პროპაგანდისტული ხაზი მთავარი საყრდენი. და ამის შემდეგ ვერ დავიჯერებ ნამდვილად, რომ ქალთა უფლებები გაწუხებთ. როცა არ ემიჯნებით ასეთ ადამიანებს. ვისი საქციელიც მხილებული და დადასტურებულია სასამართლოს მიერ რამდენიმე წლის წინ და როგორც ჩანს, არ არის თქვენთვის ეს საკმარისი, მორალური მიჯნა, რომლის იქითაც გადაბიჯება აღარ შეიძლება. 

რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებმაც ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, ამ ტრიბუნიდან მათ მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუხატო მხარდაჭერა და ვუთხრა, რომ მათ ზუსტად იმდენი დროის გამოყენების უფლება აქვთ, რამდენიც დასჭირდებათ, რომ ძალა მოიკრიბონ და ისაუბრონ ძალადობაზე, ტყუილზე, ფლიდობაზე, რომელიც მათ აკადრეს და რომელსაც პასუხი აუცილებლად გაეცემა. თუ თქვენ ვერ გაბედავთ ამას, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას გაბედავენ. თქვენი ხართ ძალადობაში მხილებული ადამიანის თანამოაზრე და მათთან თანამშრომლობთ და ის არის თქვენი პარტიის პროპაგანდისტული სახე დღეს. 

სამარცხვინოა, როდესაც პირველი კომენტარი არის ის, რომ არ ენდობით ძალადობის მსხვერპლ ქალებს

ასე უპასუხა ანა ნაცვლიშვილმა მამუკა მდინარაძის კომენტარს, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ რამიშვილს არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მაკო ჯაბუასი არ სჯერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული

"ღმერთმა შეარგოს კახა კალაძეს მისი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი, ეს საერთოდ არ მაწუხებს, მთავარი რაც მაწუხებს…