ნანა მალაშხია

11 Mar. 2023, 22:48

მინდა, მოვიკითხო ის ბიჭები, როგორ არიან, იმიტომ, რომ მე დავზარალდი, მაქვს საკმაოდ ჩალურჯებები, ჰემატომები და ვიცი, რას ნიშნავს ჭავლის მოხვედრა და მით უმეტეს, ალბათ, მათ უფრო მეტი მოხვდებოდათ, იმიტომ, რომ ჩემს დასაცავად ზურგითაც იდგნენ და მფარავდნენ. წითელქუდიან ბიჭს განსაკუთრებული მადლობა. 

ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვუთხრა იმ ბიჭებს, თითოეულ მათგანს, იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, წამის მეათასედში მქონდა პროტესტის შეგრძნება, რატომ მაკავებენ და მინდოდა უფრო და უფრო წინ წასვლა.

წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, იმ ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ