ნიკა თავაძე

7 Mar. 2023, 01:25

ნებისმიერი სიჯიუტე მგონია ქვეყნისთვის დამღუპველი. კანონის ინიციატორებს ზოგს, ალბათ, არც ემახსოვრება ის, რომ ერთხელ ეს უკვე გავლილი გვაქვს 90-იანების დასაწყისში. პირველი, რამაც ქვეყანაში ყველაზე დიდი განხეთქილება გამოიწვია, ეს იყო კრემლის აგენტების ძებნა და მათზე ნადირობა, რაც სულაც არ იყო სინამდვილეს მოკლებული, მაგრამ ამან ნამდვილი პარანოია გამოიწვია... ბოლომდე გააგიჟა ხალხი. ტელევიზიიდან მარტო ეს გვესმოდა, ვინ ვისი აგენტია.

ამ რეჟიმში ცხოვრება წარმოუდგენელია და მით უმეტეს, როცა კანონი გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. რატომ გამორიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია ისეთმა ადამიანმა მოიგდოს ხელში ეს კანონი, რომ სააკაშვილის პერიოდი სანატორიუმად მოგვეჩვენოს.

არტურ მილერის "სეილემის პროცესი" გენიალური პიესაა. ის არ კარგავს აქტუალობას. სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჯადოქრების ძებნას დავიწყებთ თუ აგენტების. მთავარი ამ რეჟიმში და მოცემულობაში ყოფნაა, ამ გარემოებაში არსებობა. ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში, იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება, რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია.

ამ რთულ პერიოდში მთავარი ამოცანა გაერთიანება და ჩვენი ერთობლივი გეგმის ბოლომდე მიყვანაა და არა განხეთქილება და ახალი დაძაბულობის შექმნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს

მაკო არაბული სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა, მათ შორის 7 წელი სახალხო…