კელი დეგნანი

კელი დეგნანი

1 Mar. 2023, 18:15

აქ მთავარია, რა არის საქართველოს ინტერესებში. საქართველოს არ სჭირდება ამ კანონის არცერთი ვერსია. ასევე ცხადია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ამ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას მხარს დაუჭერს, პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენებისთვის. აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, საქართველოს მეგობარი ქვეყნები, ყველა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ამ კანონპროექტს მსვლელობა არ მისცენ. ეს კანონპროექტი შეაჩერებს ქართულ ორგანიზაციებს და ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ქვეყნის მოსახლეობას პირობების გაუმჯობესებაში. [...] 

რა არის ამ კანონპროექტის მიღების რეალური მიზეზი, რაც ქვეყანას არ სჭირდება და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს? ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური მომავლისკენ. 

განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა. მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  4. განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
  5. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვის განცხადებით, მისი მეუღლე ბაქოში დააკავეს. "ახლახან მიღებული ინფორმაციის…