ზურაბ ჯაფარიძე

24 Feb. 2023, 21:13

მე ძალიან გაბრაზებული ვარ. ტყუილი არ მიყვარს, ამიტომ ვეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ, რისი თქმაც მინდა. პრინციპში, ერთადერთი რისი თქმაც მინდა, არის ძაან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს აქ მოხვედით. 24 თებერვალი არის უკვე ისტორიული თარიღი. პრინციპული თარიღია, როცა ჩვენ თვალწინ სამყარო გაიყო ორად და ერთ მხარესაა ნათელი და მეორე მხარესაა სიბნელე. შარშან, ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, სჯეროდათ, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. და კიევი თუ დაეცემოდა, გასაგებია რა დაემართებოდა ჩვენ ქვეყანასაც. დავკარგავდით ყველაზე ძვირფას რამეს, რაც გვაქვს დამოუკიდებლობას, რომელსაც თაობებმა შესწირეს სიცოცხლე და უამრავი სისხლი გვაქვს დაღვრილი. მაგრამ შემდეგ მოხდა სასწაული. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ერთი წელია, რეალური სასწაულია. ლაივში ვუყურებთ, როგორ გააჩერეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერია. ძალიან მაღალი ალბათობით მე შეიძლება, ჩემ ცხოვრებაში უკვე მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. ამას აკეთებენ უკრაინელები ჩვენ თვალწინ. ასეთი დღეა. ძლიან ცხადი ხაზი გაივლო სადაა მორალი — სადაა ამორალურობა, სადაა თეთრი — სად შავი. 

ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ესაა დასტური იმისა, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა. ამის გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმის გამო კი არა, რომ მოხვედით, იმის გამო, რომ არაფრის ახსნა აღარ გჭირდებათ. არ სჭირდება ახსნა, ვინაა ამ ბრძოლაში სიკეთის და ვინ ბოროტების მხარეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…