ანტიდასავლური მოძრაობა "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტს აინიცირებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
ამის შესახებ "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: "სახალხო მოძრაობა" ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატებისგან შედგება.
- ისინი სისტემატურად ესხმიან თავს მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დასავლურ ინსტიტუტებს და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებენ.
- კანონი, რომელზეც "ხალხის ძალა" მუშაობს, წლებია, არსებობს რუსეთში.
- ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას რუსეთის მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- ანალოგიურია გზავნილები შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და სხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან "ჩარევაზეც".
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
დეტალები: ანტიდასავლურ მოძრაობაში "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნა სურთ.
- "ხალხის ძალის" მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათივე თქმით, იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, ადმინისტრაციული ჯარიმები იქნება გათვალისწინებული, თუმცა მისი გადახდა სუბიექტს არ გაათავისუფლებს "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
- ხალხის ძალა იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში შეიტანენ კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც "მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას".
ანტიდასავლური მოძრაობის მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობითა და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკითაა შედგენილი, თუმცა მსგავსი კანონი აშშ-ში 1938 წელს ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მოგვიანებით კი უცხოური ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლამდე დავიწროვდა.
- ცივი ომის პერიოდში აღნიშნული კანონის მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირდებოდა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (TACC) ნიუ-იორკის ბიურო, აგრეთვე საბჭოთა გამოცემები, პრავდა და იზვესტია.
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
კომენტარები