ირაკლი ზარქუა

9 Feb. 2023, 11:55

მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის რაღაცა ჩაკეტილ სივრცეში და არ მოეწოდება ინფორმაცია. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს, რომ პირიქით, საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობებით, მათ შორის ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მათ შორის ევროკომისიამ სამი დღის წინ შეაფასა ჩვენი რეფორმები ცალკეული სამინისტროების და ერთ-ერთი მოწინავე ვართ. ამიტომ მე ვისურვებდი, ქალბატონ სალომეს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა, რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე. შეუძლებელია ეს განცხადება გააკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, მაშინ გასაგებია. [...]

თუ არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ კაცო, რატომ იმაშვება, და გავიდეს მაშინ, დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია, საქართველოს გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბრის თვეში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და საქართველოზე ასეთ რამეს იტყვის, არ არის, ჩემი აზრით, მისის ადგილი პოლიტიკაშია, ან ოპოზიციაში გადავიდეს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი პრეზიდენტზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყნის რეპუტაცია შეილახა და ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

შენი პირველი პროფესიული ნაბიჯები, შეგიძლია სწორედ თიბისიში გადადგა. თუ ეძებ შესაძლებლობას, რომელიც უნივერსიტეტში…