მიხეილ სარჯველაძე

24 Jan. 2023, 12:35

აი, თქვენს შეხსენებაზე, რომ ხშირად უნდა შეგახსენოთ, რომ გახარია ჩვენი პრემიერმინისტრი იყო, კი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე პასუხად შეგვიძლია გავიხსენოთ, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ ეშმაკიც დაცემული ანგელოზი იყო. ასეთი რამ, შეიძლება ვინმეს დაემართოს. ფაქტია, რომ მან, გახარიამ აირჩია არასწორი გზა და თავისი კარიერის არასწორი მიმართულება საბოლოო ჯამში. მას ჰქონდა დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ამჯობინა სწორედ ნაკლოვანებების მხრივ წასვლა.

გახარიას შესადარებლად არა, უბრალოდ პარადიგმისთვის მოვიყვანე. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არ შეიძლება გაილანძღოს გუნდი, რომელშიც, შეიძლება, უკეთური პოლიტიკოსი მსახურობდა ოდესღაც, მაგრამ ის მოიკვეთა ან თვითონ წავიდა, ვერ იპოვა ამ გუნდში თავისი ადგილი, არ შეიძლება გუნდი ილანძღებოდეს ამ ადამიანის გამო. 

ეს შედარებაა, არც ანგელოზია და არც ეშმაკი. [უკეთური პოლიტიკოსი] შემიძლია ვთქვა, რადგან მისი გადაწყვეტილებები თავის დროზე, მით უმეტეს კრიტიკულ მომენტში. მისი გადაწყვეტილებები იმ ხანად და იმ წუთას არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ნამდვილად დასანანი იყო, ასეთ მდგომარეობაში როდესაც ჩაიგდო თავი. შეეცადა, სხვა ჩაეგდო ამ მდგომარეობაში, თუმცა ეს რეალურად ვერ მოახერხა და მხოლოდ თავისი თავისთვის განაჩენის გამომტანი აღმოჩნდა. მის მიერ დაშვებული შეცდომა. დავაზუსტებ უბრალოდ, რომ ეს მართლა ასე ეშმაკი და ა.შ. მე არ მინდა, მაინცდამაინც თეოლოგიურ შეფასებებში გადავიდე.

მე მგონია, რომ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის კლასიკური მაგალითია ის, რაც ბატონმა გიორგი გახარიამ შემოგვთავაზა, მათ შორის CNN-თან დაკავშირებული ამ ინციდენტის ინტერპრეტაციისას. ეს ფაქტია, რომ შეეცადა, რომ ის, რაც უხეში შეცდომა იყო ჟურნალისტის მიერ დაშვებული, რა ფორმითაც იყო დასმული კითხვა, რაც აშკარა პოზიციონირებას ნიშნავდა, ის გაეტარებინა, როგორც უბრალოდ კითხვის დასმა... რაც შეეხება ივანიშვილის გვარის ხსენებას, აბსოლუტურად მოწყვეტილია კონტექსტს და არასწორი რეალობაა და ეს არის სამწუხაროდ, რაც ჩვენი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი გახდა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში. გახარია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას Twitter-ზე გამოეხმაურა და სწორედ ამის შესახებ ჰკითხა ჟურნალისტმა სარჯველაძემ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიათურელი მაღაროელების…