რომის პაპი

4 Jan. 2023, 18:44

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად თქვენი აღსაყდრების ორმოცდახუთ წლისთავსა და დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადმოგცემთ ჩემს გულითად და საუკეთესო სურვილებს, ჩემს ლოცვებთან ერთად, რათა ყოვლისშემძლე ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა და უხვი სულიერი წყალობა თქვენს მრავალწლიან სამწყსოს მსახურებაში.

მაშინ, როცა უფლისადმი თქვენი მრავალწლიანი მსახურების პერიოდში თქვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევისა და ფართომასშტაბიანი გარდაქმნის წინაშე იდგა, თქვენდამი მინდობილი ეკლესია ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვაოდა. ეს მაგონებს მოციქულის სიტყვებს "მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე" (ფილ 1:6). ამასთან დაკავშირებით, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგცეთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, კვლავაც დაამოწმოთ ქრისტესეული სიყვარული მსოფლიოში და იღვაწოთ თქვენი სამწყსოსა და მთელი ქართველი ერის სასიკეთოდ.

მსურს იცოდეთ, რომ მე განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს მუსიკალურ ნაწარმოებს — ხშირად ვუსმენ მათ, როგორც ძვირფას საშუალებას, რომელიც ლოცვისთვის მზადებაში მეხმარება. ამას ჩემთვის დიდი სარგებელი მოაქვს!

ძვირფასო უფლისეულო ძმაო, ვლოცულობ, რომ ღვთისმშობელმა თავისის მოსასხამის ქვეშ დაგიფაროს, გიძღვნი ძმურ სამშვიდობო ამბორს და ვთხოვ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, მომიხსენიო ლოცვებში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…