ალექსანდრე დარახველიძე

25 Nov. 2022, 17:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რომელსაც დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვუსწორებთ იმ გამოწვევებს რაც კვლავ გვაქვს და ვხედავთ გამოსავალს თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს — ეს არის ჩვენი ერთიანობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, ოჯახში ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი განვითარებული ქვეყნის გამოწვევაა. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე დიდი წამახალისებელი ფაქტორია, ძალადობასთან წარმატებით საბრძოლველად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ თუ იძალადა მკაცრად დაისჯება. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაითავისოს რომ თუ დანაშაულს დამალავს და თვალს დახუჭავს ამით დამნაშავის მხარდამჭერი გახდება და ყველამ უნდა გაიაზროს და იცოდეს რომ მას შეუძლია შეაჩეროს მოძალადე.

ეს გამოწვევა ყველას გვეხება და ის არ არის განცალკევებით რომელიმე ერთი უწყების. პოლიციის, მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს, განათლების სისტემის პრობლემა — ეს ყველას, ჩვენი დიდი გამოწვევაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ღონისძიების გატარებას რათა მივიღოთ მეტი ნდობა, მეტი მომართვიანობა, გამოვიწვიოთ ამ თემაზე საზოგადოების სიფხიზლე და ერთად შევძლოთ მეტი ქალის დაცვა. მჯერა რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, გავერთიანდეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ვთქვათ, რომ არა ქალზე ძალადობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ…