მედიის გამოწვევები — ბრიუსელში ჟურნალისტიკის ევროპული სიმპოზიუმი იმართება
ფოტო: ჟურნალისტიკის ევროპული სიმპოზიუმი
23-25 ნოემბერს ბრიუსელში, ბელგიაში, ჟურნალისტიკის ევროპული სიმპოზიუმი იმართება. ღონისძიება 25 ქვეყნის ასამდე სპიკერს აერთიანებს: ჟურნალისტები და მედიამენეჯერები ერთმანეთს გამოცდილებასა და ექსპერტიზას გაუზიარებენ.
საქართველოდან სიმპოზიუმზე On.ge-ა წარმოდგენილი. სპიკერებს შორის არის დოდი ხარხელი, On.ge-ის სტრატეგიული მრჩეველი.
"ევროპულ არენაზე ქართული მედიის რეპრეზენტაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია. თავისუფალი, პლურალისტული მედიაგარემო საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც პრიორიტეტულია, განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების ერაში. მედიასაშუალებებს მთელ მსოფლიოში, და განსაკუთრებით ევროპაში, დღესდღეობით მსგავსი გამოწვევები აქვთ. ამ გამოწვევების დაძლევა მედიასაშუალებებს შორის მჭიდრო პარტნიორობით ბევრად უფრო რეალისტურია," — დოდი ხარხელი.
ჟურნალისტიკის ევროპული სიმპოზიუმი პირველად ტარდება. გეგმაშია წელიწადში ორი შეხვედრა, სადაც პროფესიონალები შეძლებენ განიხილონ გამოწვევები და განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები საზოგადოებასთან, მკვლევრებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.
"მაშინ, როცა ომი უკრაინაში ევროპას სისხლით სვრის და ართმევს თავისუფალ, ობიექტურ ინფორმაციასთან წვდომის უფლებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეიქმნას სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დიალოგი და თავისუფალი, პლურალისტური ინფორმაციის სისტემების როლის განმტკიცება, მშვიდობისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად," — აცხადებენ ორგანიზატორები.
სიმპოზიუმზე მედიისთვის მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული: პროპაგანდა და ყალბი ამბები, ჟურნალისტიკის გამოწვევები, მედიაცნობიერება, კიბერშეტევები და მედიის თავისუფლება. 24 ნოემბერს "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" უკრაინელ და ბელგიელ ჟურნალისტებთან ერთად სპეციალურ საღამოს აწყობს უკრაინის ომის გაშუქების შესახებ.
ღონისძიების თანაორგანიზატორია IHECS (სოციალური კომუნიკაციების გაღრმავებული კვლევების ინსტიტუტი - ბრიუსელის ჟურნალისტიკის სკოლა) და საფრანგეთის ჟურნალისტიკის ასოციაცია. პარტნიორი ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების ჩართვა სიმპოზიუმში კი EU NEIGHBOURS east-ის მხარდაჭერით მოხდა (ევროკავშირის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან).
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები