თამარ გაბუნია

22 Nov. 2022, 18:54

კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის.

ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება. თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის.

უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო ,მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ. რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა, რომ ეს მდგომარეობა გართულდეს,ძალიან დაბალია. ასევე, მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტული წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა…