სალომე ზურაბიშვილი

21 Nov. 2022, 16:29

არ მაქვს ეს ძალა, [რომ გავათავისუფლო სააკაშვილი], რადგან განაჩენის გამოტანა ჯერ არ დასრულებულა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი მაშინ შეიძლება ჩაერიოს ამაში, როცა ყველაფერი დასრულებულია. მეორე კითხვაა და ამიხსნია საქართველოში, რატომ არ გავაკეთებდი ამას. ეს დიდი პოლარიზაციის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ხალხი ცხოვრობდა მისი რეჟიმის ქვეშ, და არ დარჩენილა პრაქტიკულად ერთი ოჯახი, ვისაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს იცხოვრო ავტოკრატიულ რეჟიმში. არ მინდა გავხდე ინსტრუმენტი მეტი პოლარიზაციისთვის.

მაგრამ, ამასთანავე, სახელმწიფოს მეთაური ვარ და არ მინდა ექსპრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, დღესაც ველოდი, რომ საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ახალი დასკვნა დაიდება, რომელიც მის ჯანმრთელობას ამოწმებს, თუმცა ჯერ [დასკვნა] მზად არ არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ