სალომე ზურაბიშვილი

24 Nov. 2022, 13:58

სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მე ეს არაერთხელ მითქვამს. რომელზედაც მე ყველანაირად და ყოველდღიურად ძალიან ყურადღებით ვარ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ არ შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ამდენად, ჩვენი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს და სხვადასხვა...ხან ემპათიას, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არა ერთხელ მითქვამს, საზღვარგარეთაც მითქვამს და დახურულ შეხვედრებში, სწორი გზა არის, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ვარ ექსპერტი, რომ ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოსთან და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას. ერთი, ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი. ამისი სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს და ეს არის ალბათ ვექილების ვალდებულება, რომ შეიტანონ სასამართლოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება

ხვალ, 3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.…