თეა წულუკიანი

10 Nov. 2022, 01:09

ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გადაარჩინა არა ერთი დარგი, გადაარჩინა არა ერთი სფერო, სული ჩაბერა არაერთ რეფორმას, მათ შორის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სათავეში, მათ შორის, როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად ვინ იყო ხელისუფლებაში.

როდესაც მიხვდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მან ეს დახმარება შეწყვიტა - საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია, მაგრამ გააგრძელა ძეგლების გადარჩენა, თეატრების აღდგენა, სპორტის დახმარება და დღემდე ჩვენ და ახლა უკვე კულტურისა და სპორტის მინისტრის დარგში შემიძლია სხვა ჭრილში შევაფასო ის დიდი საქმეები, რაც მას აქვს გაკეთებული და ეს არის ძალიან დიდი საქმე, რასაც სახელმწიფო თავისი სახსრებით კიდევ 30-40 წელი ვერ გააკეთებდა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასეთი ბიძინა ივანიშვილი ვიღაცებს უშლის ხელს. სულ ეს ხდება, თორე ბიძინა ივანიშვილს რომ მთავრობაზე და ვიღაც სპორტის მინისტრზე, ან კიდევ პრემიერზე აქვს გავლენა, ეს არის გამოგონილი.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა იმედის ეთერში, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა

11 წლის მოსწავლემ, ბოდჰანა სივანანდანმა, ჭადრაკის ისტორიაში ახალი, შთამბეჭდავი ფურცელი დაწერა. უზბეკეთის ქალაქ…