რას ამბობს მამისონის დირექტორი ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის შეჩერებაზე
ფოტო: თბილისის მერია
სამშენებლო კომპანია მამისონის დირექტორი დავით ხიდეშელი სატრანსპორტო კომპანიის მიერ შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე On.ge-ს ესაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვარკეთილის მეტროში ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ მეტროსადგურში ბაქანს რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მამისონთან 12 760 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2022 წლის 5 მაისს დადო, 3 ნოემბერს კი ცალმხრივად შეუწყვიტა.
- როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ ჰქონდა წარდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი.
დეტალები: დავით ხიდეშელის განცხადებით, ვარკეთილის მეტროსადგურის გაჩერების გარეშე მისი რეაბილიტაცია წარმოუდგენელია და ამ საკითხზე სატრანსპორტო კომპანიასაც მიმართეს.
- სატენდერო დოკუმენტებში ატვირთულია მამისონისა და სატრანსპორტო კომპანიის მიმოწერის ფაილები.
- დოკუმენტებში ჩანს, რომ მამისონმა სამშენებლოების წარმოების კორექტირებული პროექტი წარადგინა. სატრანსპორტომ კი პასუხი და შენიშვნები დაუბრუნა.
- სატრანსპორტოს განცხადებით, დოკუმენტში დასაბუთებული იყო მხოლოდ სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დროის მოცულობა და კვლავ არ იყო სქემატურად გამოსახული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მგზავრთა და მომსახურე პერსონალის მოძრაობის მიმართულება.
მამისონის დირექტორის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროექტი გააკეთეს, სადაც გაწერილი იყო რომ აუცილებელია, მეტროში დახრილი გვირაბის შეფუთვა. როგორც ის აღნიშნავს, სხვა შემთხვევაში, ფუჭდება ესკალატორები და შემდეგ გამოსაცვლელი ხდება.
- "ხალხის მოძრაობის პირობებში ჩვენ მაგას ვერანაირად ვერ შევფუთავდით. ამიტომ ვთხოვეთ გაჩერება ორ თვე ნახევარი და ამაზე მიდიოდა ვაჭრობა სატრანსპორტო კომპანიასთან", — გვითხრა ხიდეშელმა და განმარტა, რომ ივლისი აგვისტოს პერიოდს გულისხმობდა, როდესაც სასწავლო დაწესებულებები დახურულია.
- ამბობს, რომ რეაბილიტაციის ჩატარება მეტროსადგურის გაუჩერებლად წარმოუდგენელია — "ვინც არ უნდა მოვიდეს, ვერ წარმომიდგენია, რომ მეტროსადგურის გაუჩერებლად შეძლებს სამუშაოების შესრულებას".
- კითხვაზე, რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, ხიდაშელმა თქვა: "არ მუშაობთო, არ გვანებებდნენ მუშაობას და როგორ უნდა გვემუშავა".
გარდა ამისა, დავით ხიდეშელი აცხადებს, თუ მეტროსადგური არ გაჩერდებოდა, მაშინ უნდა ემუშავათ ღამე და უნდა შეეფუთათ მუშაობის დაწყების წინ.
- "ღამე იწყებ მუშაობას ორის ნახევარზე ამთავრებ 5 საათზე. აბა წარმოიდგინეთ, სამ საათ ნახევარში, მერე შეფუთული უნდა მოხსნა, წარმოუდგენელია ასე მუშაობა, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ 2 თვე დახრილი გვირაბის დემონტაჟი, შემდეგ მისი მონტაჟის სამუშაოები. რაზედაც მივიღეთ უარი".
- "დახრილი გვირაბის თავზე და ვესტიბიულის თავზე ჭერი გაკეთებული არის არბო ცემენტის ფილებით, რაც კანცეროგერულია. მისი გაჭრის დროს მტვერი რომ გადაყლაპოს მგზავრმა, იქ რამე შეიძლება მოხდეს და რატომ უნდა მოხდეს. აუტკივარი თავი ვის უნდა რომ აიტკივოს", — ამბობს ის.
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
კომენტარები