ვოლოდიმირ ზელენსკი

2 Nov. 2022, 01:37

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზამთარში ხალხს ელექტროენერგია და გათბობა ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს ნორმალური ცხოვრება. 

ენერგეტიკულ ტერორზე გაწეულ ხარჯებს არ ითვალისწინებენ. მარტო გუშინდელი რუსული თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, გამოყენებული რაკეტები და თვითმფრინავები რუსეთს 2 300 000-ზე მეტი რუსული პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა. და ეს ერთი დარტყმაა! 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავალი... რუსეთის ხელმძღვანელობა თავის ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ნაცვლად ყველაფერს ხარჯავს იმისთვის, რომ არ აღიარონ, რა ისტორიული შეცდომა დაუშვეს უკრაინის წინააღმდეგ ამ ომით.

ბრძოლის ველზე უიმედოები არიან. უკრაინელმა სამხედროებმა ეს უკვე დაადასტურეს. მაგრამ საჭიროა დრო, ძალისხმევა, მოთმინება იმის დასამტკიცებლად, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედიც არ ასრულდება. დარწმუნებული ვარ, ამას გადავლახავთ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. ასე გამოეხმაურა ის მორიგ შეტევას უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც რუსეთი ქვეყანაში ენერგოკრიზისის გამოწვევას ცდილობს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო

ჩვენ უკვე ბევრი ვიცით იმის შესახებ, რა ხდება ტვინში, როცა ვხედავთ, გვესმის, ვფიქრობთ ან ტკივილს ვგრძნობთ. მეორე მხრივ,…