ნუგზარ კოხრეიძე

31 Oct. 2022, 16:20

მე საშუალო სკოლა დავამთავრე ყაზახეთში, რადგან იქ ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. ვინაიდან ქართული კარგად არ ვიცოდი, როცა დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ მომიწია რუსული სკოლის დასრულება საქართველოში და შემდეგ რუსულ ენაზე განათლების მიღება, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რამდენად ქართულ ენაზე უმაღლეს განათლებას შევძლებდი, რომ ბოლომდე მიმეღო. [...]

მე ვინაიდან ვარ ტრენერი, მათ შორის, საერთაშორისო ტრენერი, ბევრი მიმართულებით ვარ ტრენერი, მაგრამ ერთ-ერთი არის პიროვნული განვითარება და პიროვნული განვითარების ნაწილში ეს სკოლა, რომელიც მე დავასრულე, მე ამ სკოლის მასალებით ვსარგებლობდი ჯერ კიდევ 1997 წლიდან და ეს არის იმდენად საინტერესო მასალა და მიდგომები, მას ჰქვია სინტონ მიდგომა, პიროვნული განვითარების ძალიან დიდი ციკლია და მე ვიყავი დაინტერესებული ამ მიდგომებით. 

ჩემმა მეგობარმა, რომელიც, ასევე, არის პიროვნული განვითარების საკითხებში ქოუჩი და ა.შ. მირჩია, რომ მოვხვდებოდი იმ ადამიანთან, ვის წიგნებსაც ვიყენებდი ჩემს პიროვნული განვითარების პროგრამებში და ამიტომ ჩავაბარე მასთან.

[...] თვითონ ეს სკოლა არ დგას რუსულ მოდელზე, რუსეთში კი არის, მაგრამ მიდგომები არის იგივე, რაც დასავლეთში არის პოპულარული.

ასე უპასუხა ომბუდსმენობის კანდიდატმა, ნუგზარ კოხრეიძემ ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას შეკითხვას, რატომ გაიარა 2018-2020 წლებში გადამზადება რუსეთში. კოხრეიძე ომბუდსმენობის კანდიდატების რეიტინგში, სამუშაო ჯგუფის შეფასებით, მესამე ადგილზეა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…