ნუგზარ კოხრეიძე

31 Oct. 2022, 15:34

მე გამოვედი ინიციატივით, რომ კარგი იქნებოდა თუ სახალხო დამცველის ოფისი განთავსდებოდა ქალაქ ქუთაისში. ამ პროცესში გაირკვა, რომ სახალხო დამცველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ხშირი ოფისის ცვლილების საკითხი, რაც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მოქალაქეებისთვის მისაწვდომობა სახალხო დამცველის სერვისებზე და თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, უკვე გადაწყვეტილია. შეძენილია, როგორც მე ვიცი, მიწის ნაკვეთი, წარმოდგენილია შენობის არქიტექტურული პროექტი და შესაძლოა, მალე მშენებლობის პროცესი დაიწყოს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი.

რა თქმა უნდა, ეს გარემოება ბევრ რაიმეს ცვლის. რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს გადასახადების გადამხდელთა მიერ უკვე გაწეული ხარჯი გასათვალისწინებელია. მე ვერ მოვიქცევი ისე, როგორც, თავის დროზე მოიქცა პარლამენტი, რომელმაც არ გაითვალისწინა, რომ 300 მილიონზე მეტი დახარჯული იყო საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაზე ქუთაისში. თქვენ იცით, რომ ამ საკითხთან მიმართებით, ქუთაისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთანაც მე მაქვს ურთიერთობა, უკმაყოფილოა და ნაწყენია და თვლის, რომ თქვენ დიდი ვალი გმართებთ ქუთაისელების წინაშე. მით უმეტეს, რომ ამ პროცესს წინ უსწრებდა სხვა ცენტრალური მნიშვნელობის დაწესებულების გადატანაც. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…