ნიკა გვარამია

24 Oct. 2022, 17:00

მთავარი ის არის, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი, ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსულია ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება რომ მოდიან ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის. და მეუბნებიან, რომ უძლებ და როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ. არ მეგონა, რომ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი თან ჩემზე.

მე ის მიკვრის რომ ასე ფიქრობენ, იმიტომ, რომ როგორ უნდა იყოს სხვანაირად მე არ წარმომიდგენია. მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს. სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, მაძლიერებს იმის გაცნობიერება რომ ეს მე არ მეკუთვნის. ის, რომ მე ამას ვუძლებ ეს ჩემი არჩევანია, იმიტომ, რომ მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვისი თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის.

თქვა მთავარი არხის დამფუძნებელმა სასამართლო სხდომის დასკვნით სიტყვაში. დღეს სააპელაციო სასამართლოში გვარამიას საქმის ბოლო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ