ნიკა გვარამია

31 Aug. 2022, 21:00

როგორც გავიგე, ხმებს აცირკულირებს სუსიც და "კეთილისმსურველებიც", რომ გამოვალ და წავალ საზღვარგარეთ; მანამდე ვერ გამოვალ, სანამ მთავარი არხი არ ჩაქრება, ამიტომაც არხის ჩაქრობას ვაპირებ.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ; მთავარი არ ჩაქრება, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს და რისთვისაც არ უნდა იყოს ეს საჭირო. ჩემთვის მთავარზე მნიშვნელოვანი არც ვინმეა საქართველოში და არც არანაირი მიზანია მასზე აღმატებული.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით ვეხმარები ტელევიზიას, მაგრამ რაც კი შესაძლებელია აქედან გავაკეთო, ყველაფერს ვცდილობ. და მთავარი — მთავარი არც მარტო მე გამიხსნია და, მით უმეტეს, მარტო მე ვერ და არ დავხურავ. მთავარი მაყურებლის და მისი გუნდის საკუთრებაა და არა ჩემი ან ვინმე სხვა ინდივიდის თუ ჯგუფის.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს ჩემი გათავისუფლების შემდეგ (როცა დადგება ეს მომენტი): როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს დატოვება ნამდვილად არ შედის ამ გეგმებში. არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ