რას ჰყვება კაცი, რომელიც შადრევანში ბავშვების ამოსაყვანად ჩავიდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
დევი მეზურნიშვილმა გუშინ, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ფორმულასთან ისაუბრა.
ის იხსენებს, რომ სამივე ბავშვი წყალში უგონო მდგომარეობაში იყო ჩაძირული.
- "ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც თვითონ ორგანიზმმა და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა".
- მეზურნიშვილის თქმით, პირველადი დახმარების გაწევა მას მოუწია, ასევე, ამბობს, რომ ადგილზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ყველა ცდილობდა ბავშვებს დახმარებოდნენ.
კაცი ჰყვება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან მალევე მოვიდა და ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- "დაიღუპაო, მერე კი გავიგე, მანამდე იყო კიდევ რაღაც იმედი".
- კითხვაზე, აღენიშნებოდათ თუ არა ბავშვებს სასიცოცხლო ნიშნები, დევი მეზურნიშვილი ამბობს, რომ ისინი საერთოდ არც სუნთქავდნენ.
- "მეგონა თითქოს ისიც გადარჩებოდა, მაგრამ არ ვიცი, არც სუნთქავდნენ, უგონო მდგომარეობაში იყვნენ და ჩაძირულები იყვნენ წყალში, რაც შემეძლო გავაკეთე".
ექიმმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი მოზარდი მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
- ექიმი აცხადებს, რომ ბიჭს ჩაუტარდა კვლევები, რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ გამოიკვეთა და გრძელდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
რა მოხდა: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ვაკის პარკში 12 ოქტომბერს მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
- მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.
- ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.
- თბილისის მერიის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე წაიშალა პოსტი, რომელიც რეაბილიტაციის დასრულებას ეხებოდა და შადრევნისა და კახა კალაძის ხალხთან შეხვედრის ფოტოები იყო გამოქვეყნებული — უწყებაში ამბობენ, რომ ეს მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა. მისი მფლობელის, ლაშა ფურცხვანიძის წინააღმდეგ 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
- 2018 წელს TI აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ამისა, ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და 2018 წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო.
- 2021 წელს ფლანგვის დეტექტორი წერდა, რომ მხოლოდ 2020 წელს კომპანიამ 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 7 წელში ტენდერების გზით დაახლოებით 41 256 287 ლარი აქვს მიღებული.
- შესყიდვების გვერდზე ოფიციალურად წარდგენილ დოკუმენტაციაში ვაკის პარკში რეაბილიტაციაზე ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 26 აგვისტოთი თარიღდება — წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- ინსპექტირების ანგარიშის დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
კომენტარები