სალომე ზურაბიშვილი

27 Sep. 2022, 15:35

დღევანდელი დღე არის ჩვენს ახლო ისტორიაში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე. ამ დღისთვის დეცემული გმირების ხსოვნა არის ჩვენთვის, ყველასთვის ვალდებულება და ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ გვაჩვენა ყველას და მე ვფიქრობ, ასევე, აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს 30 წელი თითქმის, არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მის ეკონომიკისთვის, არა მის განვითარებისთვის.

ეს არის ის, რასაც დღეს, ალბათ, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. 

ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მზად, რომ დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ყოფნის. გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, რომ ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს მოგვიტანს და ძალიან სწრაფად მოგვიტანს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის…