ირაკლი კობახიძე

6 Sep. 2022, 00:03

აქედან ჩანს, რომ სპორტიც არ ესმით ამ ადამიანებს და არც მიუდევნებიათ არცერთი სპორტული შეჯიბრებისთვის თვალი. ჩვეულებრივი მოვლენაა, კალათბურთზე ადამიანებმა შიგნით მეორე მაისური უნდა ჩაიცვან, რაღაცა და, ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან და ხშირი მოვლენაა — ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრები კალათბურთის მატჩებზე, წყალბურთზეც იგივე ხდება და ჰოკეიზეც ვერ ივლი, ჰოკეის მაისურით ხომ?! ხშირად ხდება ხოლმე, რომ სპორტის სხვა სახეობის მაისურით მიდიხარ. 

რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული, იყო ეს მაისური, ხვიჩა კვარაცხელიას ნომრით დამშვენებული, ავიღე და ჩავიცვი. ეს რომ ხდება პოლიტიკური ინსინუაციების საგანი, მართლა სადამდე არიან დასულები, აქედან ჩანს. ელემენტარულად, იგივე ტელევიზიები, რომლებიც ამას ავრცელებენ, იყო TV პირველი და მთავარი, ერთი და იმავე ტექსტით გაავრცელეს თან. ზუსტად იდენტური ტექსტით გაავრცელეს. ეს ორი ტელევიზია არის, რომლებიც პირდაპირ გამოდის და ხვიჩა კვარაცხელიას ლამის აგინებენ. ბიჭს, რომელსაც ქვეყნის სახელი გააქვს არა მარტო იტალიაში, მთელ მსოფლიოში. 

ასე პასუხობს კობახიძე გამოხმაურებებს, რომელიც მის ფოტოს მოყვა. კადრში ჩანს, რომ კალათბურთის მატჩს ის საფეხბურთო ნაკრების მაისურით ესწრება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა

იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის — "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" — ჩვენება და დისკუსია…