სალომე ზურაბიშვილი

1 Sep. 2022, 20:36

ნაბიჯები გადასადგმელი არის ძალიან ნათელი პრემიერისთვის, მთავრობისა და უმრავლესობისთვის. პირველ რიგში და ეს არის ისეთი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება. პირველ რიგში უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან.

არ შეიძლება, რომ ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდგომ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს თუ პარტნიორებს, რომ ვითომც იმათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი.

ეს იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ: არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მე მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ, არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. 

აქ არის საჭირო, რომ ყველა ეჭვები, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ, რაღაც სანქციებზე არასწორი ნათქვამები, ეს ომის თემა, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს. ეს არის მომენტი, როცა ეს უნდა გაიფანტოს, ეს ტყუილები, ეს ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ჩვენ მიმართ ნდობაზე უარყოფითად ახდენს გავლენას. ეს ერთია, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…