კელი დეგნანი

8 Aug. 2022, 22:46

საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით. ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ მსგავსი საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად. რაც შეიძლება მალე მშვიდობის აღსადგენად და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეგიონულ შესაძლებლობაზე, რომელიც გაიხსნება საქართველოსა და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რომ მეტად განავითარონ, როგორც ეკონომიკა, ასევე საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გააკეთა საქართველომ. ქართველმა ხალხმა უკრაინას გაუგზავნა დიდი ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოს მთავრობამ დასავლეთის ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე თანმიმდევრულად მისცა ხმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველო არის შესაბამისობაში საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან და აწარმოებს ექსპორტის კონტროლს. ეს არის ის, რასაც საქართველო აკეთებს, მაგრამ ეს ზალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ