კელი დეგნანი

8 Aug. 2022, 22:21

ვიცი, როგორი მტკივნეულია ქართველებისთვის წელიწადის ეს პერიოდი. აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომლის სახელით, მინდა, მივუსამძიმრო მთლიანად ქართველ ერს 2008 წლის საშინელი მოვლენების გამო, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, ის უნდა აიძულონ შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს რუსული ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. მან უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რათა იძულებით გადაადგილებული პირები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს ღირსეულად და უსაფრთხოდ. რუსეთმა უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად.

საუკეთესო პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა. საერთაშორისო ერთიანობა და ერთიანობა საქართველოს შიგნით. მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ერები ერთიანდებიან რუსეთის მიერ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმებისა და აგრესიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, პუტინი ამას არ მოელოდა. ასეთი დონის საერთაშორისო ერთიანობას, მისი სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ.

საქართველოში რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საუკეთესო გზა არის ერთიანობა, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის. გაერთიანება ღია და თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის. [ფორმულას თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ