კახა კალაძე

3 Aug. 2022, 15:40

ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე, შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. 

რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, ქართულ ოცნებას ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, ქართულ ოცნებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ვინც იზიარებს იმ პოლიტიკას, მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით ქართულ ოცნებას პრობლემა არ ექნება.

[...] იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დეპუტატების მხრიდან იყო გაკეთებული, ამას მოჰყვა თავისი ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. ასევე, ამას მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს, შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 

გუშინ, 2 აგვისტოს მმართველი პარტიიდან წასულებმა მოძრაობა ხალხის ძალა დააარსეს, რომლის მიზანი საზოგადოების "სიმართლით აღჭურვაა". ასევე, განაცხადეს, რომ იმ შემთხვევათი, თუ ხელისუფლება "ომთან დაკავშირებულ წნეხს" ვეღარ გაუძლებს, არ გამორიცხავენ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდაქმნან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ