კელი დეგნანი

15 Jul. 2022, 17:19

ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს არა მხოლოდ ჟურნალისტებთან მიმართევაში. სწორედ ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, შეეყოვნებინა მოსმენების კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას, რაც არის მიღებული ზოგადად მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, ასევე, მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინა ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავიდა ინფორმაცია სასულიერო პირების და სამოქალაქო საზოგადოების მოსმენების შესახებ, ამიტომ მოვუწოდებდით ამ გამოძიების მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასათვის. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უსმენენ არაკანონიერად.

ზოგადად, მედიათავისუფლებას შევეხები, მოგეხსენებათ, ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკისთვის. სწორედ ამ კვირაში მე მქონდა შეხება ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია. ამავდროულად, ისინი საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რაც, სამწუხაროა, ეს შეეხებოდა ზეწოლას, მათზე თავდასხმებს, და ამ მიმართულებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა დაშინების და შიშის გარეშე, შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავიანთი საქმიანობით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის პრიორიტეტი და ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს უნდა იყოს პრიორიტეტი.

აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში. 13 ივლისს გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია მაესტროსა და იმედის ეთერში ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანია მთავარი არხის გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი

კრისტა პაიკს 18 წლის ასაკში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის უმძიმესი ფორმის განაჩენი რამდენიმე დეკადის წინ გამოუტანეს.…