ოცნებიდან წამოსულები

30 Jun. 2022, 19:08

ივანიშვილი არც კვირიკაშვილის და არც გახარიას საქმეში არასოდეს ერეოდა. თუმცა, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.

თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაკ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ამას ყოველთვის ასრულებს კიდეც. ის დღეს არც პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და არც მედიას აფინანსებს. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავითარი ბიზნესი არა აქვს. ყველა პროექტი, რომელსაც ის ქვეყანაში ახორციელებს, სოციალური ქველმოქმედების გამოხატულებაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ფაქტები არავისგან დაიმალებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატივს სცემს და იცავს წესებსა და კანონებს და ყოველთვის ამ პრინციპებით მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, ოლიგარქად მის მოხსენიებას არავითარი საფუძველი არა აქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ