ირაკლი ღარიბაშვილი

21 Jun. 2022, 11:06

უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია.

თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, ვისაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა.

როგორც ვთქვი, გავიგეთ ოფიციალური პოზიცია ევროპელი ლიდერების. აი, მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა ბრძანა საჯაროდ, რამდენიმე დღის წინ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა მიენიჭებინა უკრაინისთვის ეს სტატუსი, იმიტომ, რომ ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ