ირაკლი ღარიბაშვილი

20 Jun. 2022, 11:59

კარგად გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში, 20% ტერიტორიების უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მოლდოვა ერთ-ერთი პირველია, ვინც დაზარალდა ამ ომით. მოსაზღვრე ქვეყანა არის და იქ ძალიან დიდი ნაკადი იყო დევნილებისა და ლტოლვილების და როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას. ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ ის არის ომში. თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ, ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მე მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს და მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება.

თქვა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა პირობებით. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე გარკვეული პირობები შეასრულოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ