მამუკა მდინარაძე

20 Jun. 2022, 13:24

ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომელიც დამოკიდებულია, მინიმუმ ნახევარი, ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან. ირღვევა დღევანდელი აქციის მოწდებებიდან და ეს შემთხვევით არც ბრიფინგის ტექსტში მიხსენებია და არც ახლა ვამბობ, როცა ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ პროცესში, მართლაც ისტორიულ პროცესში, ხომ არ არსებობს? იმიტომ, რომ შენ ასე ალაგებ ათი წელია, ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ახლა არ გინდა აქედან გადაუხვიო, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ?

ხანდახან ხომ დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ქვეყნის ხელისუფლება, მოგონილზე კი არ მაქვს საუბარი, მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და არ ილაპარაკო რაღაც მომენტში. დავუშვათ, თეორიულ დაშვებას ვაკეთებ. არათუ სიმართლესა და ობიექტურ გარემოებებზე, არამედ მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა

11 წლის მოსწავლემ, ბოდჰანა სივანანდანმა, ჭადრაკის ისტორიაში ახალი, შთამბეჭდავი ფურცელი დაწერა. უზბეკეთის ქალაქ…