თამთა ტეფნაძემ 2016 წელს 100 ათას ლარამდე გამოიმუშავა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების დამცველმა, თამთა ტეფნაძემ, 2016 წელს, 99 635 ლარი გამოიმუშავა. ტეფნაძემ ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია თანამდებობის პირის მიერ შესავსებ დეკლარაციაში მიუთითა.
როგორც ტეფნაძემ On.ge-ს უთხრა, მას დეკლარაციაში ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არასწორად აქვს მითითებული და აღებული ხელფასის ნაცვლად 100-ჯერ მეტი, 9 963 538 ლარი მიუთითა. ის შეცდომას ტექნიკური ხარვეზით ხსნის და მის გამოსწორებას გეგმავს.
პირველი შემთხვევა არაა, როცა ტეფნაძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია არასწორად შეავსო. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ტეფნაძის კიდევ ორი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი. მის 2015 და 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული ხელფასის შესახებ ინფორმაცია.
"აუცილებლად უნდა მივმართო [საჯარო სამსახურის ბიუროს]. დავურეკე, ჩვენს პროგრამას არ აქვს პრობლემაო, მაგრამ ზუსტად ვიცი. ზუსტად აი, ეგ რომ არ მინდოდა შემშლოდა, ვცდილობდი, რომ დეტალურად წერტილ-მძიმეც კი ამესახა, თეთრებიც. გამოვითხოვე ინფორმაციაც," - ამბობს ტეფნაძე და აღნიშნავს, რომ 2015 წელს თანხა თავისი შეცდომის გამო არ აისახა.
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დემნა ლობჟანიძე On.ge-სთან საუბრის დრო ხსნის კანონის ვალდებულებებს და ამბობს, რომ თანამდებობის პირი ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს დეკლარაცია. დეკლარაციაში კი, თანამდებობის პირმა გასული წლის განმავლობაში მიღებული ანაზღაურების შესახებაც უნდა ასახოს ინფორმაცია.
თამთა ტეფნაძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პოსტზე 2014 წლის 11 თებერვლიდან მუშაობს. ის მანამდე პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატში მუშაობდა. სწორედ ამ კომიტეტმა გამოაცხადა კომუნიკაციების კომისიაში მის თანამდებობაზე კონკურსი.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტების შესახებ სტატია 2016 წლის სექტემბერში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა.
"ამ მომენტისათვის [TI-ის სტატიის გამოქვეყნების დრო] მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მუშაობს: ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ზურაბ ტყელამაძის ნათლული, ზურაბ ტყემალაძის კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი თამთა ტეფნაძე, პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის შვილი. ტეფნაძის თანაშემწედ ასევე მუშაობს მისივე მეჯვარე, ნათია ფანგანი რომელიც აპარატში 2015 წელს დაინიშნა," - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომუნიკაციების მომხმარებელთა ინტერესების დამცველმა 2016 წელს მომხმარებლებისგან სულ 208 საჩივარი მიიღო. ამ საჩივრებიდან 122 დაკმაყოფილდა, 24 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა, 62 შემთხვევაში კი დაკმაყოფილდა/მიეცა განმარტება.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა

კომენტარები