რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო — ვოლსკი
ფოტო: კადრი ვიდეოდან / საქართველოს პარლამენტი
"რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ადამიანის ჯანმრთელობას უნდა მიხედო", — ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მას ინტენსიურად, პრინციპულად და ყოველდღიურად მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა შიმშილობა, ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო [...] არცერთისგან არ ისმის, რომ სააკაშვილმა მიიღო სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, ყველა ამბობს იმას, რომ გაყვანა მისი აუცილებელია, ვინაიდან ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისი შერყეულია იმის გამო, რომ თავი არ მიაჩნია დამნაშავედ", — თქვა მან.
დეპუტატი ფიქრობს, რომ სამედიცინო კონსილიუმი მისი პოლიტიკური მხარდაჭერისთვისაა შექმნილი და ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან.
"იმ დროს, როდესაც სააკაშვილი გამოდგა ტრიბუნაზე სასამართლოში და მოუწოდა ხალხს ჯანყისაკენ, ეს მაშინ ვთქვი და ახლა ვამბობ, რომ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ის ჯგუფი, კონსილიუმი, რომელიც შეკრიბეს მისი პოლიტიკური მხარდაჭერისათვის კონკრეტულმა ადამიანებმა, მნიშვნელოვაწილად პოლიტიკურად არიან ანგაჟირებულები", — აღნიშნავს ვოლსკი.
გუშინ, 11 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვივამედში გადაჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი უკვე კლინიკაშია, თუმცა შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ. ამასთან, სხვადასხვა მედიის კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებული. On.ge პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს დაკავშირებას, თუმცა ისინი ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
10 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, შესთავაზებდნენ, რომ გადაიყვანონ კლინიკა ვივამედში, სადაც მას გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ამავე დღეს სააკაშვილმა კლინიკაში გადასაყვანად რამდენიმე პირობა დაასახელა.
-
POG: რუსთავის N6 ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6 ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ ჩატბოტის გრძნობებზე თამაში აღარ გაგივათ! — Claude-თან მოპყრობაზე შეზღუდვებს აწესებენ
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? — კახა კალაძე ISFED-ის კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც თავისზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
კომენტარები