ირაკლი ღარიბაშვილი

25 Feb. 2022, 12:44

მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, დღეს ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვაქვს, საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას.

ამასთანავე, პარალელურად ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგის, დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ