ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დასრულდა
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერი მსვლელობა პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდა. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და შეძახილებით "მონა" მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს, მათ შორის, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი.
დღეს სააკაშვილის მხარდამჭერებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროდან დაიწყეს და სანაპიროზე წავიდნენ, რაც წინასწარვე იყო დაანონსებული. თუმცა მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ მსვლელობის გზა შეცვალა. ოპოზიციის აქციის პარალელურად სანაპიროზე საპოლიციო სპეცტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანები, ასევე, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. სპეცტექნიკა შსს-მ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთანაც მიიყვანა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერები მსვლელობით იქ არ მისულან.
აღნიშნულზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უწყება სპეცრაზმს "წინ და უკან არბენინებდა", რადგან ვერ გაეგო რას აკეთებდნენ აქციის მონაწილეები. მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ დაანახეს ყველას, რომ მათი პროტესტის არაძალადობრივია.
"ძალიან ტრაგი-კომიკური ვითარება არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი. არბენინებენ წინ და უკან, ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ, იმიტომ, რომ ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება რეჟიმს გაცილებით დიდი ინტელექტუალური, პასუხისმგებლიანი, მორალური, ზნეობრივი უპირატესობით სარგებლობს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ", — განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიამ აქცია და ორივე სანაპიროზე გზის გადაკეტვა გუშინ, 14 ნოემბერს დააანონსა. ამას დღეს შსს-ს განცხადება მოჰყვა, სადაც უწყება ამბობდა, რომ "საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალასა და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებდნენ".
ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, უწყების ეს განცხადება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსება იყო. პარტიის თქმით, ყველა შესაბამისი უწყება 14 ნოემბერს საჯაროდ იმიტომ გააფრთხილეს, რომ მომდევნო დღეს მშვიდობიანი მსვლელობა ყოფილიყო და მათ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად შესაბამისი ზომები მიეღოთ.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა ისევ უარი თქვა სააკაშვილის სხდომაზე გადაყვანაზე. მათ არგუმენტად სუს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ სააკაშვილის გადაყვანის ხელის შეშლის მიზნით "დესტრუქციული" ქმედებები იგეგმებოდა. კერძოდ, სუს-ზე დაყრდნობით პენიტენციური აცხადებდა, რომ გადაყვანის დროს იგეგმებოდა გზების ბლოკირება, რაშიც 600-მდე მანქანა მიიღებდა მონაწილეობას, რაც უკონტროლო სიტუაციასა და ქაოსს გამოიწვევდა.
პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც ადვოკატების, ასევე, ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, რომ ის სასამართლო სხდომებს დაესწროს. მიუხედავად ამისა, სასამართლოში ის არც წინა პროცესზე მიიყვანეს. ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახური "დესტრუქციასა და ჯანმრთელობის რისკებზე" საუბრობდა.
სააკაშვილი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. ის და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც იძულებით შეიყვანეს. სააკაშვილი იქ მკურნალობაზე უარს ამბობს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა. ხელმომწერები პირობას დებენ, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი ამ კლინიკაში იქნება, ტერიტორიასთან აქციას არ გამართავენ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები