თავისი ჭკუით ასე დამსაჯეს და 48 საათი მაყურყუტეს იზოლატორში, მოვიფიქრე რომანის გაგრძელება — ტორესა მოსი
ფოტო: ტორესა მოსი / FB
ტორესა მოსი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმას, რომელიც პოლიციას 48-საათით დაკავების საშუალებას აძლევს. მისი თქმით, ამას გააკეთებს რადგან მავნე პრაქტიკაა და არა იმიტომ, რომ თავს დასჯილად გრძნობს. მწერალი ამბობს, რომ იზოლატორში ყოფნის ორი დღე სასარგებლოდ გამოიყენა და რომანის გაგრძელება მოიფიქრა.
"თავისი ჭკუით ასე დამსაჯეს, 48 საათი მაყურყუტეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაქსიმალური დრო, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. მე ვაპირებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო ეს ნორმა, რადგან აბსოლუტურად წარმოუდგენელია და სამარცხვინოა ეს განაწესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არ შეესაბამება კონსტიტუციას და ლახავს ადამიანის თავისუფლებას. [...]
ეს პრაქტიკა უნდა დავასრულოთ და არა იმიტომ, რომ მე დასჯილად ვგრძნობ თავს, მშვენივრად გავატარე ორი დღე საკუთარ თავთან და მოვიფიქრე ჩემი რომანის გაგრძელების ბევრი ვერსია. ყოველთვის მოვახერხებ ჩემკენ ნასროლი ლიმონებისგან ლიმონათის გაკეთებას", — განაცხადა მან სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მთავარ არხთან.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება არის დამფრთხალი და მიმართავს რეპრესიებს, რითიც აჩვენებს, რომ გამიზნულად იქცევა უსამართლოდ და საფრთხის ქვეშ აყენებს სამოქალაქო მშვიდობას. ტორესა მოსი აცხადებს, რომ პროტესტი არ შეწყდება.
მწერალი ტორესა მოსი 12 ნოემბერს დააკავეს, როცა გირჩი — მეტი თავისუფლების წევრებმა 6 ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან აქციები გამართეს და მანქანებით შესასვლელი ჩახერგეს. შესასვლელის გასათავისუფლებად სამართალდამცავებმა ევაკუატორით მანქანები, შიგნით მყოფი პოლიტიკოსებიანად, ადგილიდან გაიყვანეს.
დღეს, 14 ნოემბერს ტორესა მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მწერალთა სახლთან მწერლები და გამომცემლები შეიკრიბნენ, მისი დაპატიმრება გააპროტესტეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
დღესვე ტორესა მოსი ხელწერილის საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი პროცესი განხილვისთვის 19 ნოემბერს გადაიდო.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები