მივმართავთ სახალხო დამცველს, მისი ეგიდით შეიქმნას კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე — გვარამია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექიმებთან ერთად მოითხოვენ, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნას პარიტეტული კონსილიუმი, რომელშიც მათი მხრიდან 8 ექიმი შევა. ასევე, გვარამია მიმართავს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს, რომ წარადგინონ ჯგუფი 8 ექიმით და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენს თავადაც შეუძლია წარმომადგენლების ჩართვა, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს.
"მივმართავთ ჯანდაცვის და იუსიტიციის სამინისტორს, თუ ამას კიდევ აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ სამართლებრივადაც ვალდებული ვართ, ეს მიმართვას გავაკეთოთ. იმედს ვიტოვებთ-თქო ვერ გეტყვით, მაგრამ პასუხს ველოდებით მათგან, რომ წარმოადგინონ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში პარიტეტს თუ ვიძახით 8 წევრი. ჩვენ ვენდობით სრულად იმ შემადგენლობას დღეს არსებული კომისიის, რომელიც რეალურად დღეს არ მოქმედებს, სახელწმიფოს განსასაზღვრია, იგივე სპეციალისტებით დაკომპლექტდება მათი მხრიდან, თუ შეცვლიან", — განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ 8 ექიმმა დღეს სააკაშვილის მდგომარეობაზე ახალი დასკვნა გამოაქვეყნა და მოუწოდებს სახალხო დამცველს, გაითვალისწინოს ეს დაკსვნა და მისი ხელმომწერები შეიყვანოს პარიტეტულ კომისიაში. მისი თქმით, ესენი არიან:
- გიორგი ვერულავა — ექსპერტი ფსიქიატრი;
- კახაბერ მიქაძე — ექსპერტი ფსიქოლოგი;
- ოთარ თორიძე — ექსპერტი ნევროლოგი;
- ლალი ჯავაშვილი — ექსპერტი ენდოკრინოლოგი;
- მარინე აბაშიძე — ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრასფუზიოლოგი;
- ლევან ბესელია — ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- მარიამ ჯიშკარიანი — შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტ ჯგუფის ხელმძღვანელი;
- ნიკოლოზ ყიფშიძე — ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი.
რაც შეეხება დასკვნას, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ძირითადი დებულება არის ის, რომ შეუძლებელია შიმშილობის შეწყვეტა იმ დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი იმყოფება და ეს უნდა მოხდეს მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც იქნება მკურნალობა-რეაბილიტაციის ადეკვატური პირობები.
"ეს განპირობებულია იმით, რომ რეფიდინგის სინდრომს, შესაძლოა, მოჰყვეს სერიოზული გართულებები, პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემის, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ასევე, სასუნთქი სისტემის და სხვადასხვა ორგანოს მხრივ. ეს გართულებები, შესაძლოა, იმდენად რთული იყოს, რომ მყისიერად დადგეს სიკვდილი. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება ამგვარი მკურნალობის, რეფიდინგის გართულების პრევენციის შესაძლებლობები", — განაცხადა მან.
ადვოკატები მოითხოვენ, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ნაციონალური მექანიზმის, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდეს სააკაშვილთან, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ის არის წამების მსხვერპლი. ასევე, მოითხოვენ, რომ ოქმად დაიდოს სააკაშვილის ჩვენება ამასთან დაკავშირებით და მოხდეს ამ საკითხის ინსპექტირება.
"ის იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა მისთვის არ ხდება, ამას გარდა ხდება მასზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა. იგი ვერ აღებს ფაჯარას, ვერ აქრობს შუქს, იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, შემოვალთ და გაგისწორდებითო. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არ სძინავს ამ ვითარებაში და პრაქტიკულად იმყოფება წამების ორი ფორმის ქვეშ, გარდა ყველაფერი დანარჩენისა, რასაც ქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა. ეს ორივე ხდომილება საერთაშორისო კონვენციებით განიხილება, როგორც წამება, ადამიანს როცა არ აძლევენ შეგნებულად ძილის საშუალებას", — განაცხადა მან.
ექსპრეზიდენტი უკვე 44-ე დღეა შიმშილობს. მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა იუსტიციის სამინისტრო ისევ უარზეა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები