ამბობდნენ, მომაკვდავიაო და ხალხს არ აქვს უფლება, მიეწოდოს სწორი ინფორმაცია? — სარჯველაძე კადრების გავრცელებაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლებით ხსნის. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, სიცრუეა და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
"ეს ფაქტები იცოდა მანამდე, კადრების გასაჯაროებამდე, საზოგადოებამ? ეს კადრებიც იმიტომ კი არ გასაჯაროვდა, რომ იქ ვინმეს ეთქვა, რომ აი, ვინმეს ვინმეზე დაეცინა და ა.შ. — არა. აქ საუბარი იყო, იცით, რაზე? რომ როდესაც დემონსტრაციულად, აი, ადამიანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მომაკვდავია სააკაშვილი და აი, წუთები წყვეტსო, გახსოვთ, ხო, რომ ამბობდნენ? და ამ დროს საზოგადოებას არ აქვს უფლება, რომ მიეწოდოს სწორი ინფორმაცია? აი, როგორ ფიქრობთ? მე არ მგონია, რომ ეს სწორი მოდელია, ამ შემთხვევაში, ინფორმაციასთან წვდომის", — განაცხადა სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მისი თქმით, პენიტენციური სამსახური საზოგადოებას სწორ ინფორმაციას აწვდის და ოპოზიცია ხელისუფლებას ამისთვის აკრიტიკებს.
"ოპოზიცია იძახის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის უმძიმესი, კრიტიკული, მომაკვდავია და მაინც, აი, ეს მტარვალი ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებას მისი გადაყვანის შესახებ, ასე ვთქვათ, სამკურნალო დაწესებულებაში და ამ დროს იქ ეგეთი მდგომარეობა არ არის.
გამოდიან, აჩვენებენ, ვითარება რეალურად განსხვავებულია და — "როგორ გაბედეს და სიმართლე უთხრეს საზოგადოებას?" — ამას ამ ფორმულირებით კი არ იძახიან, მაგრამ გვაკრიტიკებენ, რატომ გამოიტანე ეს ინფორმაცია. სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა პრინციპით, სხვადასხვა ლოგიკით, მაგრამ გვაკრიტიკებენ", — აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, გავრცელებული კადრები "შეულამაზებელი სინამდვილე" იყო და არავისთვის ყოფილა სასიამოვნო მათი ყურება, მათ შორის, არც მისთვის.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, როდესაც პატიმარი დაწესებულებაში შესვლაზე უარს აცხადებს და ციხის ადმინისტრაციას საპატიმრო პირობებს კარნახობს, პროპორციული ძალის გამოყენება პირის დაწესებულებაში განთავსებისთვის დასაშვებია.
გუშინ, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყვანეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწარაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. აღსანიშნია რომ მანამდე, პირველი ვიდეოს გავრელების შემდეგ უწყება ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
პენიტენციური სამსახურის ვიდეოები დამონტაჟებულია. თითოეული მათგანის გამოქვეყნებას უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. უწყების განცხადებით, დღეს გავრცელებულ "კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება [სააკაშვილი] დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს".
ექსპრეზიდენტის იძულებით შეყვანის ვიდეოს გავრცელებამდე კი იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კადრებს იმის უარსაყოფად გამოაქვეყნებდნენ, რასაც სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამტკიცებდა. მისი თქმით, გვარამიას განცხადება, დაწესებულებაში სააკაშვილის იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელდნენ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები