პოლიციამ 10 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების უფლებები დაარღვია — NGO-ები
ფოტო: კადრი ვიდეოდნ/ რადიო თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიციამ 10 ნოემბერს ოპოზიციის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებები დაარღვია. მათი თქმით, პრობლემურია პოლიციის ავტომობილებში დაკავებულების ხანგრძლივი ვადით დაყოვნება, მათი დაკავების იზოლატორებში დაგვიანებით გადაყვანა და ამ პროცესში ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა.
NGO-ები აღნიშნავენ, რომ იკვეთება საპოლიციო იძულების ღონისძიებების დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად გამოყენების ნიშნები. ისინი კრიტიკულად აფასებენ იმ ფაქტს, რომ დაკავებულებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია.
"როგორც მოვლენების თვითმხილველების განმარტებებიდან და მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მოქალაქეების ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრისგან მოშორებით, რა დროსაც არ იკვეთებოდა კონკრეტული პირების მიერ კანონდარღვევის რაიმე ნიშნები. აგრეთვე, დაკავების პროცესში პოლიცია არ იძლეოდა განმარტებებს გამოყენებული საპოლიციო ძალის საფუძვლების თაობაზე", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასობრივი დაკავებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების მართვის პროცესში მნიშვნელოვანია საპოლიციო ძალის პროპორციული და თანაზომიერი გამოყენება.
"ისეთ შემთხვევაშიც კი, თუკი აქციის ცალკეული მონაწილეები გაცდებიან მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, პოლიციამ ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ იძულების ღონისძიებები მიემართებოდეს კონკრეტულ სამართალდამრღვევებს და გამოყენებულმა ძალამ მთლიანად შეკრების ჩატარების შესაძლებლობაზე არ იქონიოს არსებითი გავლენა. ამავდროულად, ამ პროცესში ცალსახად პრეზუმცია უნდა მოქმედებდეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების სასარგებლოდ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ შსს ბოროტად იყენებს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, 24-საათიანი დაკავების ვადა ერთჯერადად გახანგრძლივდეს 24 საათით. მათი თქმით, შსს-ს დამატებითი 24 საათის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში აქვს, თუკი წერილობით დაასაბუთებს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით თითოეული მათგანის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საჭიროებას.
NGO-ები მოუწოდებენ შსს-ს:
- უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, ხოლო პოლიციამ უარი თქვას იძულების ღონისძიებების არაპროპოპორციულ გამოყენებაზე;
- უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულთა გონივრულ ვადაში შესახლება დროებითი მოთავსების იზოლატორში;
- უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულების ადვოკატების და ოჯახის წევრების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ;
- დაკავებულებს მიეცეთ ადვოკატზე დროულად წვდომისა და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობა;
- არ გამოიყენოს პატიმრობის გახანგრძლივებული, 48 საათიანი ვადა შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე.
განცხადებას ხელს აწერს ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- უფლებები საქართველო (RG);
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).
10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე სუს-ის შენობასთან აქციები გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, აქციებზე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ჯამში 46 ადამიანი დააკავეს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები