რას ნიშნავს სტრასბურგის დროებითი ღონისძიება — ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტება
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულებაა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. მისი თქმით, რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა. წოწორიას აღნიშნავს, რომ 39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიაჩნია.
"სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება. სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდგ 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა. მოცემულ შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა", — განმარტავს წოწორია.
ის, ასევე, ამბობს:
- სასამართლომ სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა) შეწყვიტოს შიმშილობა. მსგავსი პრეცედენტები არსებობს პრაქტიკაში. უდაოა, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ სააკაშვილმა გაითვალისწინოს სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა;
- მთავრობამ სასამართლოს უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ — ინფორმაციის მოთხოვნა ჩვეულებრივი პრაქტიკაა;
- მთავრობამ საპყრობილეში ყოფნისას ზოგადად უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება. ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს;
- მთავრობამ სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიურ ვალდებულებაზე. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება "სათანადოდ", მომავალი გვიჩვენებს.
მოსამართლე, ასევე, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. მისივე თქმით, კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა.
"სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ, რომ ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მ.შ. საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს", — წერს წოწორია Facebook-ზე.
ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პრიორიტეტად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხადოს.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები