ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი გვეუბნება, მორჩით მაიმუნობას, გამოუშვით ინფორმაცია — ხოშტარია სტრასბურგზე
ფოტო: On.ge / ელენე ზაქაშვილი
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ამით უგულებელყო მთავრობის ყველანაირი სპეკულაცია. მისი თქმით, სტრასბურგმა თქვა, რომ "მორჩით მაიმუნობას და გამოუშვით ინფორმაცია", რადგან ის ხედავს საფრთხეს.
"ხელისუფლებას დღეს პირდაპირ შეუძლია, მათ შორის, საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, სტრასბურგთან დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას და გააგზავნოს ინფორმაცია მის უსაფრთხო და სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, სწორი გარემოს შესახებ. დღეს მოგვეცა კიდევ ერთი შანსი, რომ გამოვიდეთ ამ მწვავე, მოკლევადიანად მწვავე კრიზისიდან", — აცხადებს ხოშტარია.
ამასთან, ხოშტარიას თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი.
"დაუშვებელი არა უბრალოდ კეთილსინდისიერების კატეგორიებით, არამედ მიაყენებს ძალიან დიდ, დამატებით დიდ ზიანს მთლიანად ქვეყანას და აქ ქართულ ოცნებას, მთავრობას, ზოგადად, არავის არ აქვს დიდი მანევრის საშუალება. ეს აუცულებლად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ მძიმე შედეგებს ნებისმიერისვის, ვინც დაიწყებს ამით მანიპულირებას", — აღნიშნა მან.
როგორც ის აღნიშნავს, უნდა გვესმოდეს, რომ ტყუილების საუბარი, რა გადაწყვიტა სტრასბურგმა, ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ხოშტარის შეფასებით, სასამართლოს მიერ სააკაშვილისთვის შექმნილ პირობებზე დეტალური ინფორმაციის მოთხოვნა უკვე ნიშნავს, რომ პროცესი უკვე არის არა მხოლოდ საქართველოსა და ელჩების, არამედ სტრასბურგის მონიტორინგის ქვეშ.
"სტრასბურგში მოუწევთ, მაგალითად, იმ კადრების ჩვენება, როგორ ატყუებენ სააკაშვილს გადაყვანის დროს, იმ კადრების ჩვენება, რომელიც არის მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული, რაც უკვე არაერთი არასამთავრობოს მიერაა შეფასებული, როგორც არაადამიანური, ღირსებისშემლახავი მოპყრობა.
სტრასბურგი ნახავს, რომ გლდანში ნამდვილად არ არის საკმარისი პირობები არც მისი უსაფრთხოების და არც სამედიცინო მომსახურებისთვის. ამიტომ, უმაღლესი ინსტიტუტი აკონტროლებს ახლა ამ პროცესს, მიცემულია თან ამ მეთვალყურეობისთვის ძალიან კონკრეტული ვადა და ეს ორი კვირა ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის, არის შანსი, რომ გამოვიდეს ამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი კრიზისიდან", — ამბობს ის.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობა დაავალა. მათივე გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ციხეში და ზოგადად, სააკაშვილის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მათ მთავრობას სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს, სააკაშვილს კი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები