ამერიკის ფედერალური მოსამართლის, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექცია
13 ნოემბერს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან, "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) თანამშრომლობით, ამერიკის ფედერალური მოსამართლის, ვირჯინია ქოვინთგთონის საჯარო ლექციაზე გიწვევთ.
ლექცია შერეულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად, პლატფორმა ზუმის საშუალებით.
ლექციაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებმა საჭიროა წინასწარ გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია არაუგვიანეს ამ წლის 11 ნოემბრისა (23:59 საათი).
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://tinyurl.com/3mh2v5fh
გაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 რეგისტრირებული პირი, რომლებსაც ადრე ექნებათ რეგისტრაცია გავლილი, ამასთან აკმაყოფილებენ / დააკმაყოფილებენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქმედ მოთხოვნებს.
12 ნოემბერს საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ:
- შეხვედრის ბმულს დისტანციურ ფორმატში მონაწილეობისთვის;
- შეხვედრის ადგილს ფიზიკურად დასწრებისთვის.
მომხსენებლის შესახებ
მოსამართლე, ვირჯინია ქოვინგთონი ფლორიდის შუა ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლედ 2004 წლის 7 სექტემბერს დაინიშნა. მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა თანამდებობაზე დაამტკიცა. ის პირველი ლათინოამერიკული წარმოშობის მოსამართლე გახდა, რომელმაც ფლორიდის შუა ოლქში ეს თანამდებობა დაიკავა. ვირჯინია ქოვინგთონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა მოსამართლეებთან ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისეთ თემებზე, როგორებიცაა სასამართლო ეთიკა და სასამართლო მენეჯმენტი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის — გამორჩეული სამსახურისა და მრავალწლიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.
ლექციის შესახებ
საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ლექციაზე მოსამართლე, ქოვინგთონთან ერთად დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, მიმოვიხილავთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიას და მოსამართლე უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
მოდერატორი
თამარ გურჩიანი, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 13 ნოემბერი, 16:00 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული
ფიზიკურ სივრცეში ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წინასწარ წარმოდგენილი ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აუცრელი პირები ლექციაზე დაიშვებიან ადგილზე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ტესტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ორგანიზატორი დაფარავს. საჭიროებისას სწრაფი ტესტირება ჩატარდება ორგანიზატორის ხარჯით. სწრაფი ტესტირების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ 15:30 საათზე გამოცხადდეთ უნივერსიტეტში, მეილზე მიღებულ მისამართზე.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები