ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს — რა ქონებას ფლობს პრემიერმინისტრი
ფოტო: ქართული ოცნება
150 000 ლარის ფულადი საჩუქარი, ბინები დედაქალაქში, მიწის ნაკვეთი ქალაქგარეთ, უახლესი გამოშვების ავტომობილები და სხვა სახის ქონება — ღარიბაშვილის დეკლარაციაში არაერთ საინტერესო დეტალს შეხვდებით. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შეავსო.
დეკლარაცია 2020 წლის პერიოდს ეხება, როდესაც ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. როგორც დოკუმენტშია მითითებული, მას 2020 წლის განმავლობაში მინისტრად მუშაობის სანაცვლოდ 60 300 ლარის ხელფასი აქვს აღებული. გამოდის, რომ თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში ღარიბაშვილის ყოველთვიური ანაზღაურება 5 025 ლარი იყო.
აქ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ღარიბაშვილის გასულ წლებში შევსებული დეკლარაციებიც, რომლებიც მის კერძო სექტორში მუშაობის პერიოდსაც მოიცავს. 2018 წელს, როდესაც ღარიბაშვილი შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა, მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 169 926 ლარი იყო (თვეში — 14 160 ლარი). 2019 წლის 8 თვეში კი, იმავე სამსახურში მუშაობის სანაცვლოდ ღარიბაშვილს 240 776 ლარის სახელფასო შემოსავალი აქვს მიღებული — თვეში 30 097 ლარი. 2019 წლის ბოლომდე, 4 თვის განმავლობაში თავდაცვის მინისტრად მუშაობისას ღარიბაშვილმა 19 102 ლარის ხელფასი აიღო (თვეში 4 775 ლარი). როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილს კერძო სექტორიდან თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ ხელფასი 30 097 ლარიდან 4 775 ლარამდე დაახლოებით 6,3-ჯერ შეუმცირდა.
აღსანიშნავია, რომ ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მართავს. რამდენიმე კვირის წინ, პანდორას დოკუმენტებზე დაყრდნობით, On.ge ფოთის თიზ-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირებსა და ამის გამო ანაკლიის პორტის მშენებლობაში მის შესაძლო ინტერესებზე წერდა.
რაც შეეხება პრემიერმინისტრის ოჯახის უძრავ ქონებას, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, ირაკლი ღარიბაშვილის მფლობელობაშია 3 ბინა თბილისში, რომელთა ყიდვის სანაცვლოდაც სხვადასხვა წელს ჯამურად 506 000 ლარია გადახდილი. აქედან 2 ბინა ერთ მისამართზე, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გარდა ამისა, პრემიერმინისტრს ეკუთვნის 6 700 ლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი და ერთ-ერთი ბინის სათავსო, რომელშიც 20 000 ლარი აქვს გადახდილი.
დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში 1 530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი, რომელშიც 76 500 დოლარია გადახდილი. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ამ მიწის ნაკვეთზე პრემიერმინისტრის ოჯახი სახლს იშენებს.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ირაკლი ღარიბაშვილი 2019 წელს გამოშვებულ აუდი A8-ს ფლობს — ამ ავტომობილში პრემიერმინისტრს 75 620 ევრო აქვს გადახდილი. ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა 2018 წელს გამოშვებული Range Rover Velar, რომლის ყიდვის სანაცვლოდაც 46 000 ევროა გადახდილი.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც გასული წლის აპრილში ჩატარდა, ირაკლი ღარიბაშვილს ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების საათების კოლექცია აქვს, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არაა, რაც ქონების დამალვასა და კანონის დარღვევას ნიშნავს. მათივე ინფორმაციით, იმ დროისთვის ღარიბაშვილის საათების ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი 7 წელში. 2012-2019 წლებში მისი ჯამური შემოსავალი 500 ათასი ლარი იყო, რაც საათების ღირებულებაზე 100 ათასი ლარით ნაკლებია. რადიო თავისუფლების ცნობით, ღარიბაშვილი და მისი ცოლი სხვადასხვა დროს ატარებდნენ 8 საათს, თითოეულის ფასი 18-დან 300 ათას ლარამდე მერყეობს. კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოძრავი ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება, მისი დეკლარაციაში ასახვაც აუცილებელია. საათების შესახებ ინფორმაცია არც მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული.
- ირაკლი ღარიბაშვილი ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების საათებს დეკლარაციაში მალავს — რადიო თავისუფლება
ირაკლი ღარიბაშვილისა და მის ცოლს საბანკო ანგარიშები მხოლოდ ქართუ ბანკში აქვთ გახსნილი. მათ საბარათე და მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 1 814 ლარი, 315 დოლარი და 87 ევრო იყო განთავსებული. როგორც საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთებიდან ირკვევა, დეკლარაციის შევსებისას ნუნუ თამაზაშვილის სახელზე იყო სესხები — 116 705 ლარისა და 3 984 დოლარის მოცულობით. აქვე უნდა ითქვას, რომ დოკუმენტის მიხედვით, დეკლარაციის შევსებისას ღარიბაშვილი 30 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის დანაზოგს ფლობდა.
პრემიერმინისტრის დეკლარაციაში გასულ წელს გაწეულ ხარჯებზეც არის საუბარი. როგორც დოკუმენტშია მითითებული, 2020 წელს ნუნუ თამაზაშვილმა სესხების მომსახურებისთვის 24 359 ლარი და 15 804 დოლარი გადაიხადა. 2020 წელს ბაკურიანში სახლის მშენებლობისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ ღარიბაშვილებმა 40 484 ლარის ხარჯი გასწიეს. გარდა ამისა, გასულ წელს პრემიერმინისტრის ოჯახმა შვილების განათლებისთვის ჯამში 29 772 ლარი და 9 200 დოლარი დახარჯა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები